„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით“ -გიორგი გილიგაშვილი

ეს პერსონა

მომღერალ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა. ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ თავად გილიგაშვილი ადასტურებს. როგორც აღმოჩნდა, ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში თავის უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით“ - ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, მას მერიისთვის კომპანესაციაზე არ მიუმართავს.

„დიდება უფალს. ეს ჩვენი განსაცდელი იყო და სიხარულით და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ“, - დაამატა მან.

გაყვანილობაში მოკლე ჩართვას ვარაუდობს და იხსენებს, რომ ცეცხლი სახლს ელვის სისწრაფით მოედო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ეს დღეები ის და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ. გიორგი გილიგაშვილი ოჯახთან ერთად საბურთალოზე კერძო სახლში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.


 

წყარო: primetime
1
0
10
4
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top