გამოქვეყნდა წერილი - კოპოლა მარლო ბრანდოს "ნათლიას" მეორე ნაწილში მონაწილეობას სთხოვს

ეს პერსონა

ახლახან გამოქვეყნდა წერილი, სადაც რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა მსახიობ მარლო ბრანდოს ფილმ "ნათლიას" მეორე ნაწილში მონაწილეობას სთავაზობს. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მსახიობმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ბევრს ეცადა, მისთვის სასურველი შეთავაზებებით წარედგინა ფილმი თუმცა ამაოდ. The Daily Mail-ის გამოქვეყნებული წერილი 1973 წლით თარიღდება. წერილში კოპოლა ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ფილმი კოპოლას გარეშე გადაიღონ:

"მარლონ მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემ და თუკი თქვენ მეტყვით, რომ არ გსურთ ამის გაკეთება მე ამას აღარასდროს ვახსენებ."  - წერს კოპოლა.

საბოლოო ჯამში ფილმის მეორე ნაწილში, როლი რობერტ დე ნიროს ერგო, რომელიც ბრანდოზე 19 წლით უმცროსი იყო. მან ასევე მიიღო ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top