გიორგი გახარია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ეს პერსონა

ისტორიული ვიზიტი ნიდერლანდებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს, მარს რუტეს შეხვდა. ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია. მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე  ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top