კასპში 14 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სატანისტური რიტუალისას მოკლეს - საქმე კვლავ გამოუძიებელია

ეს პერსონა

4 წლის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალებში 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. თორნიკე გახელაძე დილით სკოლაში წავიდა, სამდღიანი ძებნის შემდეგ კი სამართალდამცავებმა ტყეში ჩამოკიდებული იპოვეს. 

ციცო გახელაძე შვილის, 14 წლის ბიჭის, საქმეზე გამოძიებას უკვე ოთხი წელია უშედეგოდ ელოდება. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. თანასოფლელების თქმით, ბიჭი სატანისტურ რიტუალს ემსხვერპლა, რადგან ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ, არასრულწლოვნების დაღუპვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

 

2
0
4
17
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top