დონალდ ტრამპი აუცილებლად უნდა ეწვიოს საქართველოს - Washington Examiner

ეს პერსონა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა ეწვიოს საქართველოს - ასეთ დასკვნამდე მივიდა Washington Examiner-ის ჟურნალისტი ტომ როგანი ქართველ ოპოზიციონერებთან საუბრის შემდეგ.
ის დარწმუნებულია, რომ ტრამპს საქართველოში კარგად მიიღებენ.
როგანის აზრით, აშშ-ის ამჟამინდელმა ლიდერმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე  წელს გააკეთა ის, რაც არ უქნია მის წინამორბედ ბარაკ ობამას 8 წლის განმავლობაში - მან მიჰყიდა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობა.
ჟურნალისტმა ჰკითხა ქართველ პარლამენტარ გიგა ბოკერიას, რას ელოდება საქართველო აშშ-სგან, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა - დიდ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ოპოზიციონერები მადლობელი არიან, რომ ტრამპი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ისინი აღნიშნავენ მზარდ ზეწოლას რუსეთის მხრიდან.
როგანის აზრით, მოსკოვის გამძაფრებული აგრესია გამოწვეულია ქვეყანაში გაზრდილი პრორუსული განწყობებით და აღნიშნულ სიტუაციაში ტრამპის ვიზიტი საქართველოში აჩვენებს დემოკრატიაში ამერიკის ლიდერობას. როგანი ფიქრობს, რომ ტრამპმა რომ არ ილაპარაკოს რუსეთზე, მისი ჩამოსვლა გაამხნევებს 3.7-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობას, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი მათ მომავალზე ზრუნავს. თავის მხრივ კი ტრამპი აჩვენებს, რომ ამერიკა მსოფლიო დემოკრატიის სადარაჯოზე დგას.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top