თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული ლიდერის და დააკავა

ეს პერსონა

თურქულმა მხარემ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უფროსი და მის ოჯახთან ერთად  სირიაში დააკავა.
ორშაბათს 65 წლის რასმია ავადი სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აზაზში აღმოაჩინეს.
თურქი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავადის მეშვეობით ისინი მეტს გაიგებენ „ისლამური სახელმწიფოს“ შიდა სამზარეულოზე.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა კი აღნიშნა, რომ ავადის დაკავება „წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციების კიდევ ერთი მაგალითია“.
27 ოქტომბერს ცნობილი გახდა „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ. აშშ-ის სამხედროები მისი ლიკვიდაციის ოპერაციას ატარებდნენ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთში, რა დროს ტერორისტთა მეთაური გვირაბში შევიდა და თავი აიფეთქა.


 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top