მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე საპატრიარქოში კომენტარს არ აკეთებენ

ეს პერსონა

მამა გიორგი სხილაძე აცხადებს, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მამათმავალია". მისივე თქმით, 1988 წელს, როცა ზოსიმე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი იყო, სტუდენტები აუჯანყდნენ, რადგან იგი მხილებული იყო მათდამი სექსუალურ შევიწროებაში. სხილაძე ამბობს, რომ აჯანყებული სტუდენტები სემინარიიდან გარიცხეს, ხოლო მამა ზოსიმე საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ორჯერ დააწინაურა.

"ეS პერსონა" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"მამა გიორგი არ არის ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი. ის რუმინეთის ეკლესიის  იურისდიქციაშია. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top