კომპანია Facebook-მა ლოგო შეცვალა - მარკ ცუკერბერგის განმარტება

ეს პერსონა

Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი ლოგო წარადგინა. ის სპეციალურად იმიტომ შექმნეს, რომ მომხმარებელმა კომპანია იმავე სახელწოდების სოციალური ქსელისგან გაარჩიოს. ცუკერბერგის განმარტებით, ადრე Facebook მხოლოდ ერთი აპისგან შედგებოდა, ამჟამად კი რამდენიმე სოციალურ მედიაპლატფორმას  მოიცავს.
„15 წლის წინ, როცა Facebook ჩავუშვი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მასში ასევე შევლენ Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus Workplace და სხვა პროდუქტები. ბევრმა არ იცის, რომ ამ პროდუქტებს ჩვენ ვქმნით, ან მთელი ჩვენი გუნდი ყოველთვის ერთობლივად მუშაობს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხალხმა აუცილებლად უნდა გაიგოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია, ხალხმა  იცოდეს, ვინ დგას იმ პროდუქტების მიღმა, რომელსაც ვიყენებთ“, - დაწერა ცუკერბერგმა.
კომპანია ახალ ლოგის ყველა თავის პროდუქტში გამოიყენებს, თუმცა არ შეიცვლება სოციალური ქსელის, Facebook-ის გაფორმება და ლოგოტიპი.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top