მექსიკაში ამერიკელების ოჯახი ამოხოცეს - დაღუპულთა შორისაა 4 ბავშვი

ეს პერსონა

მექსიკაში, სულ მცირე, აშშ-ის 5 მოქალაქე, დედა და 4 ბავშვი, სასტიკი თავდასხმის დროს მოკლეს. ვარაუდობენ, რომ საქმეში ნარკოკარტელია გარეული, რომელიც მექსიკის ორ შტატში - ჩიჰუაჰუასა და სონორაში მოქმედებს.
სხვადასხვა მედიაში ვრცელდება დამწვარი მანქანის ფოტოები. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მსხვერპლი ცოცხლად დაიწვა ავტომობილში. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
არ გამორიცხავენ, რომ კარტელს ამერიკელები თავიანთ მოწინააღმდეგეებში შეეშალა და შეცდომით თავს დაესხა.
მოკლულები ლებარონების ოჯახის წევრები აღმოჩნდენ, რომელიც მორმონების ეკლესიას წლების წინ გამოეყო და მექსიკაში დასახლდა. ახლობლების ინფორმაციით, სამი დედა და 14 ბავშვი მანქანებით სონორას შტატის ქალაქ ბავისპედან ჩიჰუაჰუას შტატში მდებარე ქალაქ ლა მორისკენ გადაადგილდებოდნენ.
 

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top