მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ეს პერსონა

ოსკაროსანმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ საკუთარი 50 წლის იუბილე  ორიგინალურად აღნიშნა - ის ინსტაგრამზე დარეგისტრირდა.
ვარსკვლავის პირველივე პოსტი არის ნახევარწუთიანი ვიდეო, რომელშიც მაკკონაჰი ცდილობს, ახსნას, რატომ დასჭირდა მას ინსტაგრამი.
„ეს ჩემი პირველი მცდელობაა, გავუზიარო მსოფლიოს ჩემი თავი და ჩემი ხედვები და ამის გამო ცოტათი ვნერვიულობ“, - ამბობს მსახიობი ვიდეოში.
მაკკონაჰი ინსტაგრამზე 4 ნოემბერს დარეგისტრიდა. ამ დროისთვის მას უკვე 683 ათასი გამომწერი ჰყავს. თვითონ მსახიობს გამოწერილი ჰყავს თავისი ცოლის, კამილას, ასევე სელმა ჰაიეკის, ჯიმი ფელონის, ლევის ჰამილტონის, ჯასტინ ბიბერისა და ვუდი ჰარელსონის ინსტაგრამის გვერდები.
 

View this post on Instagram

officially mcconaughey

A post shared by Matthew McConaughey (@officiallymcconaughey) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top