ნახეთ - ჩინელი არტისტი, რომელიც ნაგვისგან მოდურ ტანსაცმელს ქმნის

ეს პერსონა

თუ არ იცით, რა მოუხერხოთ სახლში დაგროვილ ნაგავს, გაეცანით ჩინელ არტისტსა და პერფორმერ ვან იუნფენგს, რომელიც ამ ყველაფერს მოდურ ტანსაცმლად აქცევს.
ოღონდ ისიცაა, ამ ტანსაცმელს მხოლოდ იუნფენგი იცვამს.

არტისტის თქმით, ნაგვისგან შექმნილი ტანსაცმლით ის ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს  ბუნების დაცვის საჭიროებაზე.

 

აღნიშნული გზავნილი კარგად ჩანს მის ბოლო ფოტოსესიაში „ოკეანის დაცვა“. იუნფენგის ტანსაცმელი წააგავს ბადეებისგან და პლასტიკის ნარჩენებისგან შექმნილ ხაფანგს, ხოლო არტისტის ტანჯვით აღსავსე სახე ირეკლავს მახეში მოხვედრილი ცხოველის ტკივილს.
„მინდა, აღვადგინო სცენები, რომლებშიც ცხოველები სიკვდილის წინ იბრძვიან ოკეანის დაბინძურების გამო“, - ამბობს არტისტი.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top