შავი კატა აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მთავარი გმირი გახდა - ხალხის გულების მოსაგებად მას 2 წუთი დასჭირდა

ეს პერსონა

მართალია, პარასკევს აშშ-ში ჰელოუინი აღნიშნეს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შავი კატისთვის, აურზაური გამოეწვია ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაზე.
ფაქტი მოხდა „New York Giants“-ისა და „Dallas Cowboys“-ის მატჩის დროს, როცა სტადიონზე შავი კატა გამოჩნდა. მან მთელ მოედანს გადაურბინა, თუმცა შიგადაშიგ ჩერდებოდა.
დაუპატიჟებელი ოთხფეხა სტუმრის გამოჩენის გამო თამაში ორი წუთით შეჩერდა, თუმცა არც კომენტატორები, არც გულშემატკივრები უკმაყოფილოები არ ჩანდნენ.
„თუკი „Cowboys“-ს სეზონი ჩაუვარდება, ეს ტიპი იქნება დამნაშავე“, - განაცხადა ერთ-ერთმა კომენტატორმა.
შეხვედრას პოლიციელები აკვირდებოდნენ, მაგრამ კატამ მათი დახმარების გარეშე დატოვა მოედანი.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top