"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, ეს ბი­ჭე­ბი სულ ერ­თად იყ­ვნენ" - ყვარელში მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ეს პერსონა

ყვარელში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  გარ­დაც­ვლი­ლე­ბი - 22 წლის შ.ხ. 17 წლის ნ.ა. და 22 წლის დ.ა. არიან. 

"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, ეს ბი­ჭე­ბი სულ ერ­თად იყ­ვნენ. რო­გორც ვიცი, ნ.ა. სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. შ.ხ-მ ჯარი მო­ი­ხა­და. ვისი მან­ქა­ნი­თაც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ 19 წლის არის" - განაცხადა  სო­ფელ შილ­დის რწმუ­ნე­ბულმა ლე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, ყვარელში, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად  სამი ახალგაზრდა დაიღუპა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. 

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

 

 

1
0
2
45
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top