სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა, მის სიძეს, ზაზა გუგავას კი 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ეს პერსონა

სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მის სიძეს ზაზა გუგავას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია უდესიანს პროკურატურამ ახალი ბრალი გუშინ წარუდგინა. ბრალდება უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას უკავშირდება. დაცვის მხარის განცხადებით,  საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. პროკურორის თქმით, კი, მოწმის ჩვენებით ცხადი გახდა, რომ არამხოლოდ გამოძალვას, არამედ უკანონო ზემოქმედებით ქონების შესყიდვასაც ჰქონდა ადგილი.

"ერთი თეთრი არ დააკლო გირაოს ნაწილში ბატონ ზაზას, ხოლო გია უდესიანის ნაწილში, როდესაც ჩვენ მას ავუხსენით და ვუმტკიცებდით ამ სასამართლოს პრაქტიკასვე, რომ ადამიანს, როდესაც ერთხელ უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა, მეორედ მის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება, აღმოჩნდა, რომ უდესიანის შემთხვევაში აქ მიდგომებიც იცვლება. ჩვენ არც გვქონია მოლოდინი, ამ სასამართლოს პირობებში როგორ უნდა გვქონდეს რაიმე სამართლიანობის განცდა, ესენი უბრალოდ ასრულებენ იმას რასაც ითხოვს ხელისუფლება და პოლიტიკური პროკურატურა," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება გია უდესიანის სიძეს, ზაზა გუგავას, ის  სასამართლო პროცესს ესწრებოდა. გუგავა ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top