რატომ სჭირდება ბრიტანეთს „ბრექსიტი“ - ბორის ჯონსონის განმარტება

ეს პერსონა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, „ბრექსიტი“ იმისთვისაა საჭირო, რომ მთავრობამ ქვეყნის საჭიროებებს მიხედოს.
ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა თავისი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგე ჯერემი კორბინი.
„ჯერემი კორბინს სურს ევროკავშირთან დაკავშირებით მორიგი რეფერენდუმის ჩატარება და წლების განმავლობაში „ბრექსიტზე“ კამათი. მე კი მსურს „ბრექსიტი“ დავასრულო, რათა შევძლოთ მუშაობა ბრიტანეთის პრიორიტეტებზე : მეტად უსაფრთხო ქუჩები, უკეთესი საავადმყოფოები და გაუმჯობესებული სკოლები“, - დაწერა ჯონსონმა ტვიტერზე.
ცნობისთვის, ევროკავშირმა ლონდონის თხოვნით „ბრექსიტის“ პროცედურა 2020 წლის 31 იანვრისთვის გადაიტანა. ამჟამად ქვეყნის პოლიტიკური ძალები 12 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top