მეუფე ზოსიმე სტუდენტის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ეს პერსონა

მეუფე ზოსიმე, უარყოფს ბრალდებების იმის შესახებ, რომ ის სტუდენტ მამაკაცებთან გარყვნილი ქმედებების განხორციელებას ცდილობდა. საუბარია, მამა გიორგი სხილაძის ბრალდებაზე და ასევე დღეს გავრცელებულ წერილზე, სადაც ყოფილი სტუდენტი, კახა კალაძე მეუფეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

მეუფე ზოსიმე აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ის მიზანმიმართული პოვოკაციის მოწყობაში ქრისტეფორე წამალაიძეს ადანაშაულებს, რომელიც დღეს ბერძნული ეკლესიის წევრია. 

"ეს იყო 31 წლის წინ არც ის გიორგი მსხილაძე მახსოვს, არც კახა კალაძე. ერთადერთი იყო, რომ ჩვენ რომ მოვთხოვეთ სულიერება და შინაგანაწესი დაცვა, აქ მოხდა რაღაც... ის მტრობა აქეთ ჩვენსკენ გადმოიტანეს. გიორგი მსხილაძე მემგონი რომ ვიღაცეების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა.

სამი ახალგაზრდა იყო წამალაიძის შემოგზავნილი. არ ვიცი რა მიზნები ჰქონდათ. მაშინ მთავრობის სახლთა აქციები იყო, ამ სტუდენტების ნაწილი იქ იყო სულ და როცა მოვთხოვე რომ სემინარიისთვის პატივი ეცათ და შინაგანაწესი ყოფილიყო დაცული, ამან ისეთი დაძაბულობა შექმნა და ისეთი აზრი გაუჩინათ, რომ თითქოს ამ ეროვნული მოძრაობისადმი ინერტული ვიყავი" - აცხადებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი.

 

1
1
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top