ვინ არის დიზაინერი, რომელმაც თიკა ჯამბურიას ია ტომაშთან უღალატა 

ეს პერსონა

თიკა ჯამბურიამ გადაცემა "ფარულ კონვერტში" პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც მომღერალმა განაცხადა, საყვარელმა მამაკაცმა, ზუკა ყალიჩავამ კოლეგასთან უღალატა. 27 წლის ზუკა დიზაინერია. მან საკუთარი ბრენდი Dazz Dazz  მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა.

"მახსოვს, რომ უბრალოდ გავითიშე… მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში. ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. არ ვიცი, ძალიან მიჭირს, არ ვიცი სწორედ ვიქცევი თუ არა, ეს არის მომღერალი ია ტომაში… მამხნევებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო და პარალელურად, ჩემს ზურგს უკან ხდებოდა ეს ყველაფერი და გავაკეთე ის, რაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით…

ერთადერთხელ მომინდა ცხოვრებაში, ვიღაცისთვის ცუდზე ცუდად მეპასუხა, ვიყიდეთ საღებავები და მის სადარბაზოზე დავუწერეთ, აქ ცხოვრობს ესა და ეს ადამიანი… მე არ გავხსნიდი ამ კონვერტს, რომ მეგრძნო, ეს ადამიანები ამ ყველაფერს ნანობენ"- განაცხადა ჯამბურიამ.


 

4
11
8
4
13
კომენტარები
ეს პერსონა
Top