"ჩემს შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი" - სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ბრალდებებს პასუხობს

ეს პერსონა

ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ბრალდებებს, ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით პასუხობს.

ყოფილი მეუღლის თქმით იგი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა დეპუტატზე. დაპირისპირების მიზეზი 5 წლის შვილია.

"6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს." - ამბობს ავთანდილ ხაზარაძე.

სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე, პირიქით სდებს ბრალს დეპუტატს, რომ ირღვევა არამხოლოდ მისი უფლებები, არამედ ბავშვის მდგომარეობაც სტრესულია.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. მან ასევე დაამატა

„ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემს შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი." - ნათქვამია "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

წყარო: Ipn
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top