სახანძრო გასასვლელში შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო

ეს პერსონა

2017 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა, ავსტრალიის სასამართლომ გამოიკვლია. შემთხვევა სიდნეის სავაჭრო ცენტრში მოხდა, სადაც 71 წლის მამაკაცი მის მეუღლესთან ერთად სეირნობისას, სახანძრო გასასვლელში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვეღარ შეძლო.

The Guardian-ი ავრცელებს. სახანძრო კიბეებით ერთადერთი გასასვლელი პირველ სართულზე, გარეთ გადიოდა, სხვა ყველა კარი კი რომელიც იქამდე იყო კიბეების მხრიდან არ იღებოდა. მამაკაცს დემენციის ერთ-ერთი ფორმა ჰქონდა, რის გამოც მან გასასვლელი გზა ვერ იპოვა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უწყლოდ დახურულ სივრცეში მას მაქსიმუმ სამი დღე შეეძლო ეცოცხლა, პოლიციამ კი მისი ცხედარი დაკარგვიდან სამ კვირაში იპოვა.

პოლიციამ სავაჭრო ცენტრი მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაათვალიერა, თუმცა არ შეუმოწმებიათ საავარიო გასასვლელი, არ უნახავთ არც უსაფრთხოების კამერებით ჩაწერილი კადრები, სადაც ჩანს როგორ აღებს გორი სახანძრო კიბისკენ გამავალ კარს. 

ტეგები:
წყარო: The Guardian
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top