თუკი გლობალური დათბობა გაგრძელდება ადამიანებს "გაუსაძლისი ტანჯვა" მოელით

ეს პერსონა

მსოფლიოს მასშტაბით 11  ათასზე მეტმა მეცნიერმა, ერთხმად აღიარა, რომ მოსალოდნელი კლიმატის ცვლილებები საფრთხის შემცველია დედამიწისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია BioScience -ში დაიწერა. მათი თქმით ეკოლოგიისადმი რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა აღმოიფხვრას "გაუსაძლისი ადამიანური ტანჯვა" რომელიც აუცილებლად მოხდება თუკი, ეკოსისტემა არ შეიცვლის კურსს.  

ნათქვამია, რომ დედამიწაზე ტემპერატურა სამი გრადუსით გაიზრდება. პარიზის შეთანხმებაში საუბარია, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად უნდა შეამცირონ  CO2 -ს გამოყოფა. თუმცა ევროკავშირის მხოლოდ 28 წევრი ქვეყანა ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს. 2000 -იანი წლებიდან დედამიწაზე არსებული ტემპერატურა 1 გრადუსით მოიმატა და მას შემდეგ განაგრძობს მატებას.  

თუკი ტენდენცია, ტემპერატურის მატების არ შეჩერდება, აღნიშნული გამოიწვევს ყინულის დნობას, დედამიწის საფარის გამოშრობასა და მასშტაბურ დატბორვებს.  2019 წლის ოქტომბერი ყველაზე თბილი თვე იყო, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კი, ბუნებრივი ანომალიაა, რასაც თავისი უკუშედეგები თან სდევს.

 

წყარო: The Guardian
0
0
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top