ქალმა ზედმეტი ბარგის გადახდას "ფეხმძიმობა" არჩია

ეს პერსონა

ავსტრალიური ავიაკომპანიის Jetstar-ის მგზავრმა, იმისთვის რომ ბიუჯეტი დაეზოგა და ზედმეტი თანხა ხელის ბარგში არ გადაეხადა, ახალი გეგმა მოიფიქრა. მან მეტობით არსებული ნივთების მიჩქმალვა გადაწყვიტა. მისი გეგმის ნაწილი იყო საორსული კომბინიზონში პატარა მაგრამ მძიმე ნივთების მუცლის არეში მოთავსება.

გარდა ამისა, ქალმა არ დაიზარა  და ზედმიწევნით აღწერა პროცესი, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა "მზაკვრული" გეგმა. რათა სხვებსაც გაეთვალისწონებინათ.  მან გასცა რეკმენდაცია, ის ადამიანი ვინც გადაწყვეტს ბიუჯეტის დაზოგვას, უმჯობესია ჩაიცვას ელასტიური ზედა ტანი, ხოლო "მუცლისთვის" აუცილებელია ოვალური ფორმის მიცემა.  გარდა ამისა, ქალმა ზურგში ნოუთბუქის მოთავსებაც შეძლო. 

მაშინ როდესაც რებეკა ენდრიუს ჯერი დადგა, შესვლისას ის უკანასკნელი ადამიანი აღმოჩნდა, რამაც გაურთულა მდგომარეობა, რადგან მასზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდებოდა. როდესაც რებეკა დაიხარა ბილეთის ასაღებად, მას ზურგზე ნოუთბუქის კვალი დაეტყო. რა დროსაც აეროპორტის თანამშრომლებთან გამოტყდა, რომ თანხის დაზოგვის მიზნით მან ეს მეთოდი გამოიყენა, მაგრამ მის არარსებულ ორსულობაზე კრინტიც არ დაუძრავს.  

თავად კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემენ მათი მგზავრის კრეატიულობას, მას მაინც მოუწევს ბარგის საფასურის გადახდა, რათა კომფორტულად იმგზავროს.  თავად რებეკა არ ნებდება და თვლის, რომ ამ მეთოდს კიდევ ერთხელ დატესტავს, ამავდროულად შეეცდება ბოლო არ აღმოჩნდეს კონტროლზე, როცა განსაკუთრებით დიდია პერსონალის მხრიდან მგზავრებზე დაკვირვება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top