აუქციონზე კაცმა შეცდომით ერთის ნაცვლად 1000 ცოცხალი ქათამი იყიდა

ეს პერსონა

თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიყიდია ნივთი, რომელიც სრულიად უსარგებლო ყოფილა ჩვენთვის. თუმცა სტივ მოროუმ ყველა ჩვენგანის იმედგაცრუება გადაფარა. ახალწელანდიელმა აუქციონზე 1 ცოცხალი ქათმის ნაცვლად მთელი 1000 ქათამი, სიმბოლურ ფასად 1,5 დოლარად იყიდა დიდი ამოყიდვების პერიოდში.

ყიდვისას იგი დარწმუნებული იყო, რომ ერთს ყიდულობდა, თუმცა შემდეგ მიხვდა რომ შეცდა. მისი მიზანი იყო, ქათმის გადარჩენა სიკვდილისგან, რას მისი აზრით კარგი საქციელია.

ოკლენდში მდებარე კვერცხის ფერმამ, მსგავსი ამოყიდვა იმიტომ განახორციელდა, რომ რამდენიმე დღეში ის იხურებოდა, ხოლო არსებული ქათმები დაბინავებას საჭიროვებდნენ. ყიდვისას გაუგებრობა კი, იმ წარწერამ გამოიწვია რომელზეც ეწერა  "ერთი 1000". 

" როცა გამყიდველმა მითხრა, რომ მე 1000 ქათამი ვიყიდე გავოგნდი." - ამბობს მოროუ

შედცომის მიუხედავად ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. არსებული ქათმების ნაწილმა ფრინველების თავშესაფარში გადაინაცვლა, სადაც უსაფრთხოდ დაბინავდნენ.  კაცის თქმით ფრინველებს სახიფათო ადგილზე ის არ დატოვებს, თუნდაც ყოველდღე მოუწიოს სხვა ქალაქში ჩასვლა და მათი გამოკვება.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top