კაცი, რომელიც ქორწინებამდე სექსის აკრძალვის კანონზე მუშაობდა მრუშობაში ამხილეს

ეს პერსონა

კაცი, რომელიც ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირის აკრძალვაზე მუშაობდა, მრუშობის გამო საჯაროდ დასაჯეს. შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა, მამაკაცს ბრალი ედებოდა დაოჯახებულ ქალთან სექსუალურ ურთიერთობაში.

BBC-ს ცნობით, მუხლის ბინ მუჰამედი აჩეხის რეგიონში მრჩეველთა საბჭოში მუშაობდა. ამ ორგანიზაციაში გამოიცემა მკაცრი კანონები, რომელიც შარიათის მიხედვითაა შედგენილი.

მამაკაცი მაშინ ამხილეს, როცა ქალთან ერთად მანქანაში შენიშნეს. შემდეგ გაირკვა, რომ ქალს მეუღლე ყავს. 46 წლის მამაკაცი ორგანიზაციიდან გარიცხეს. ორივე მათგანს საჯარო დასჯა მიესაჯათ. მუხლისს ლერწმის ჯოხით 28 დარტყმის, ხოლო ქალს 23 ატანა მოუწიათ.

ეს მამაკაცი, პირველი ისლამური ლიდერია, ვინც ბოლო 14 წლის განმავლობაში შარიათის დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top