საუკუნის წინ ჩაძირული კონიაკისა და ლიქიორის 900 ბოთლი ფრანგმა მყვინთავებმა ამოიღეს

ეს პერსონა

ბალტიის ზღვის ფსკერზე 900 კონიაკისა და ლიქიორის ბოთლი იპოვეს, რომელიც 102 წლის წინ დაიკარგა და 1917 წლით თარიღდება. როგორც ნათქვამია, შვედურ გემს ტვირთი რუსეთის მიმართულებით მიჰქონდა. ტვირთი ჩაიძირა, თუმცა ალკოჰოლით დატვირთული ყუთები უვნებლად გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტია წყალში იყო.

900 ბოთლი ფსკერიდან ფრანგმა მყვინთავებმა ამოიტანეს. წყაროები ამბობენ, რომ ძღვენი ნიკოლოზ II-ისადმი იყო განკუთვნილი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ხოლო ალკოჰოლი კონტრაბანდად ითვლებოდა. ამიტომაც, როცა გერმანულმა წყალქვეშა გემმა დაინახა ღვინით დატვირთული გემი, კაპიტანმა გემი გააჩერა და გადაწყვიტა ტვირთმა გემი ტვირთთან ერთად ჩაეძირა.  ალკოჰოლის ბოთლები მას შემდეგ იქ არის. 

ბოთლებიდან 600 ფრანგული კონიაკი De Haartman & Co და 300 ლიქიორი Benedictine არის. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top