პოლონეთში მოსამართლეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის რეფორმა ევროკავშირმა უკანონოდ სცნო

ეს პერსონა

კანონი, რომლის მიხედვითაც პოლონეთში პროკურორი და მოსამართლე მამაკაცების საპენსიო ასაკმა 65 წლამდე, ხოლო ქალების 60-წლამდე დაიწია, ევროკავშირმა დარღვევად აღიარა. 

ევროოპულმა სასამართლომ გამოიძია, პოლონეთში 2017 წელს საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებული რეფორმა და საბოლოოდ არაკანონიერად სცნო და დაამატა, რომ აღნიშნული ზედმეტად დიდ ხელისუფლებას აძლევდა კონკრეტულ მოსამართლეებს.  

კიდევ ერთი პუნქტის სამართლიანობაც სადავოა, რომლის მიხედვითაც პენსიაზე გასვლის ასაკი ქალების შემთხვევაში 5 წლით ადრე იწყება, ვიდრე მამაკაცების, რაც არღვევს ევროკავშირის თანასწორობის კანონს.  

აღსანიშნავია, რომ დავა პოლონეთშიც მიმდინარეობდა რის შემდეგ კანონი 2018 წელს ისევ შეიცვალა, მაგრამ ხელისუფლებამ უკვე გათავისუფლებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ აღადგინა.

ევროპულმა კომისიამ მოუწოდა პოლონეთს კომპენსაცია გადაუხადოს, იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top