ბათუმის „ჰილტონში“ ევაკუაცია გამოცხადდა

ეს პერსონა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნდა დაიწყოს, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა.

დელეგატებს შენობა რამდენიმე წუთით დაატოვებინეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კონფერენციის მონაწილეები დარბაზში უკვე ბრუნდებიან.

ჯერ უცნობია, რა გახდა განგაშის სიგნალის ჩართვის მიზეზი. ადგილზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top