ვლადიმერ პუტინი ვიკიპედიის რუსული ანალოგით ჩანაცვლებას ითხოვს

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიკიპედიის დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით ჩანაცვლებაზე ფიქრობს. მისი აზრით, რუსული ანალოგი უფრო სანდო წყაროს მატარებელი იქნება.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა რუსული ენის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. შეხვედრაზე რუსი მოსწავლეების მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენების შესახებ მსჯელობდნენ, მათ შორის ვიკიპედიიდან.
„ვიკიპედიასთან დაკავშირებით...ჯობია, ჩავანაცვლოთ ის დიდი რუსული ენციკლოპედიით ელექტრონულ ფორმატში. ეს იქნება, ყოველ შემთხვევაში, კარგ, თანამედროვე ფორმაში ჩასმული სანდო ინფორმაცია“, - აღნიშნა პუტინმა.
დიდი რუსული ენციკლოპედიის ტომეულები 2004-2017 წლებში გამოიცემოდა.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top