ძაღლი ათბობდა 2 წლის ბავშვს, რომელიც დედამ ყინვაში მიატოვა

ეს პერსონა

ძაღლმა გადაარჩინა 2 წლის ბავშვი, რომელიც დედამ ყინვაში ვერანდაზე მიატოვა. საშინელი შემთხვევა ალთაის მხარეში (რუსეთი) მოხდა.

მშობელზე, რომელმაც 2 წლის შვილი მიატოვა, სამართალდამცველებმა საქმე აღძრეს.

პატარა ბიჭი გამვლელმა აღმოაჩინა. მას მხოლოდ  საზაფხულო მაისური ეცვა. მამაკაცმა თავიდან ძაღლი შენიშნა, რომელიც პატარას ათბობდა. აღმოჩნდა, რომ დედამ ის თბილი ტანსაცმლისა და საკვების გარეშე ღია ცის ქვეშ, ყინვაში მიატოვა.

კლინიკაში გადაყვანილ ბავშვს აღენიშნებოდა ჰიპოთერმია (გადაციება), თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

სამართალდამცველების თქმით, მიტოვებული ბავშვი იმ ძაღლის წყალობით გადარჩა, რომელიც მას ეხუტებოდა და 

პოვნიდან 4 დღის მანძილზე დედა არ გამოჩენილა. ის შვილის მიტოვებისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგება. და მეტიც, შესაძლოა, მშობლის უფლებებიც ჩამოერთვას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top