ახალი ვარსკვლავური წყვილი? - კაილი ჯენერი დრეიკთან სულ უფრო მეტ დროს ატარებს

ეს პერსონა


რეალითი შოუს Keeping up with The Kardashians ვარსკვლავი, კაილი ჯენერი რეპერ დრეიკთან ყოფნისას გამოიჭირეს.
„დრეიკმა და კაილიმ ახლახანს ერთად დრო გაატარეს“, -  განუცხადა წყარომ ტაბლოიდ  PEOPLE-ს. სხვა ინფორმაციით, წყვილი „რომანტიკულად ატარებდა დროს“.
თუმცა ვარსკვლავებთან დაახლოებულმა პირმა შესაძლო რომანი უარყო.
დრეიკი კაილის დიდი ხნის მეგობარია და ახლოსაა კარდაშიანი-ჯენერების ოჯახთან.
ჭორები მათი შესაძლო რომანის შესახებ ლოს ანჯელესში, დრეიკის 33 წლის დაბადების დღის წვეულების შემდეგ გავრცელდა, რომელსაც კაილიც ესწრებოდა. ტელევარსკვლავი ასევე შეამჩნიეს რეპერის ჰელოუინის საღამოზე. წყაროს ინფორმაციით, ჯენერი იქ „გვიანობამდე დარჩა“.
 ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯენერი 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რეპერ ტრევის სკოტს დაშორდა. მათ ერთი წლის ქალიშვილი, სტორმი ჰყავთ.
„ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი მეგობრობა და ჩვენი ქალიშვილი“, - გამოეხმაურა კაილი რეპერთან დაშორებას.    

რაც შეეხება დრეიკს, ბოლო პერიოდში ის სერიოზულ ურთიერთობებში არ იყო შემჩნეული.
 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top