„გაქცევა შოუშენკიდან“ კალიფორნიულად - აშშ-ში პატიმრები ტუალეტში ამოჭრილი ხვრელიდან გაიპარნენ

ეს პერსონა

კალიფორნიაში, ქალაქ სალინას ციხეში მკვლელობაში ბრალდებულმა 2-მა პირმა ფილმ „გაქცევა შოუშენკიდან“ სცენარი გაიმეორა. სანტოს სამუელ ფონსეკამ და ჯონათან სალაზარმა ციხის ტუალეტის ჭერზე 55 სანტიმეტრიანი ხვრელი ამოჭრეს და თავიანთი სასამართლო პროცესების წინ გაიქცნენ..
ხვრელის სიგრძე 1.7 მეტრს აღწევს. 

სავარაუდოდ, ფონსეკა და სალაზარი შეიარაღებულები არიან.
 

„იმედგაცრუებული ვართ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ხალხი აღარ იმყოფება ჩვენს ციხეში“, - განაცხადა მონტერეის ოლქის შერიფის პრესსპიკერმა ჯონათან თორნბურგმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top