აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი - ბათუმში კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ეს პერსონა

ბათუმში, 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მან გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.  კაცი სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა:

"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით..." - წერია მის მიერ დაწერილ facebook პოსტში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top