რუსეთში ცვლილებების მომხრეთა წილი 60%-მდე გაიზარდა

ეს პერსონა

რუსეთში მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც ქვეყანაში გადამწყვეტ ცვლილებებს ითხოვს, 59%-ს მიაღწია. ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი წილი 17%-ით გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს „კარნეგის“ მოსკოვის ოფისი და ლევადა-ცენტრი აქვეყნებენ საკუთარ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
უმნიშვნელო ცვლილებებს მოქალაქეთა 31% ემხრობა, ხოლო 8% მათი გატარების საჭიროებას ვერ ხედავს.
რუსეთის მოქალაქეთა 53%-ის აზრით, რეფორმების გატარება შესაძლებელია პოლიტიკური სისტემის სერიოზული შეცვლის პირობებში.
კითხვაზე, ვის არ აწყობს ცვლილებები რუსეთში, გამოკითხულთა 69%-მა მაღალჩინოსნები და ბიუროკრატები დაასახელა, 67%-მა - ოლიგარქები და დიდი ბიზნესი, ხოლო 25%-მა - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
 
 

 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top