მოსკოვში სვაროვსკის 60 000 კრისტალით დახუნძლული კუბო წარადგინეს - ვიდეო

ეს პერსონა

მოსკოვში სარიტუალო მომსახურების ფესტივალი „ნეკროპოლი 2019“ გაიმართა. გამოფენაში   ამ სფეროში მოქმედმა 200-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე მოხვედრილ საზოგადოებას  მიცვალებულებისთვის მაკიაჟის გაკეთების ტრეინინგს უტარებდნენ, ასევე მათ გააცნეს გვამის შენარჩუნების ინოვაციური მეთოდი, რომელსაც მაცივარი არ სჭირდება.
დამსწრეთა ყურადღება მიიპყრო უნგრეთიდან შემოსულმა სიახლემ. მემორიალურ ქვაზე იქნება დამონტაჟებული  ჩიპი, რომელიც შეინახავს ინფორმაციას მიცვალებულის შესახებ. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ უნდა ჩაანაცვლოს საფლავის ქვებზე დატანილი ფოტოები და წარწერები.
ასევე ფესტივალის ფარგლებში კუბოების გამოფენა გაიმართა, რომლის  მთავარი მოვლენა  სვაროვსკის 60 000 კრისტალით დახუნძლული კუბო გახდა. მისი ღირებულება შემქმნელებმა არ გაასაჯაროვეს.

0
5
2
1
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top