ქუთაისის სკოლაში ორმა მოსწავლემ თანაკლასელი სცემა, რის შემდეგაც მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ეს პერსონა

ინცინდენტი ქუთაისის სკოლაში -  N2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის ორმა მოსწავლემ თანაკლასელი სცემა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მოსწავლეებმა კლასელი კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სკოლის დირექტორი მოსწავლეებს შორის  დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ის მომხდარის სხვა ვერსიაზე მიუთითებს.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მე-5 კლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“,  – განაცხადა სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა.

 

0
2
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top