ნახეთ - ანჯელინა ჯოლის თამამი ფოტოსესია

ეს პერსონა

ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ Harper’s Bazaar-ის წლის შემაჯამებელი ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 
გამოცემასთან ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა შვილების აღზრდის გამოცდილებასა და თავის განცდებზე ისაუბრა.
ანჯელინა ჯოლი უხილავ და სხეულზე აღბეჭდილ იარებზე:
„ჩემმა სხეულმა ბევრი რამ გადაიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკანასკნელ 4 წელიწადში. მაქვს როგორც ხილული, ასევე უხილავი ნაიარები, რისი ჩვენებაც შემიძლია. უხილავ იარებთან გამკლავება მეტად რთულია. ცხოვრება ბევრ გარდატეხას გვთავაზობს. ხანდახან ტკივილს განიცდი, ან ხედავ, რომ ვინც გიყვარს, იტანჯება, და შენ ვერ ახერხებ, იყო ისეთი თავისუფალი, როგორც შენს სულს სურს. ეს არც ახალია, არც ძველი, მაგრამ ვგრძნობ, როგორ უბრუნდება სისხლი ჩემს სხეულს“.
შვილებზე:
„ჩემმა შვილებმა იციან ჩემი ნამდვილი მე და ისინი დამეხმარნენ, რომ ვიპოვო და მივიღო ჩემი თავი. მათ ბევრი რამ გადაიტანეს. მათმა სიძლიერემ მასწავლა. როგორც მშობლები, ვუბიძგებთ ჩვენს შვილებს, მიიღონ საკუთარი თავები ისეთებად, როგორებიც არიან, და იმისკენ, რომ რაც იციან გულებში, ესაა სიმართლე. მერე ისინი ისევ ჩვენკენ იხედებიან და სურთ, იგივე გააკეთონ“.
იმაზე, როგორია შვილების აღზრდა სოციალური ქსელების ეპოქაში:
„ჩვენ ვერ შევძლებთ, დავიცვათ შვილები მათი მტკივნეული გამოცდილებისგან, გულისტკენისგან, ფიზიკური ტკივილისგან თუ დაკარგვისგან. მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ, რომ გადატანილით უკეთ იცხოვრონ“.
სილამაზის აღქმაზე:
„ძალიან ბევრ სილამაზეს ვხედავ სხვა ადამიანებში. არა მაშინ, როცა ისინი ცდილობენ, თავი იმათ წარმოაჩინონ, რაც არ არიან, არც მაშინ, როცა სხვებს აზიანებენ. არც მაშინ, როცა იტყუებიან. მაგრამ  {ვხედავ, როცა] გულით ველურები, ემოციურები, ღია არიან, რომლებიც რაღაცას ეძებენ, მიილტვიან, იყონ თავისუფლები. გულწრფელები, რადგან დანარჩენი არის გალია, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრება“.
გზავნილი 2020 წელს:
„2020 წელს ყველას ვუსურვებ, დაიმახსოვრონ, ვინ არიან და იყვნენ ისინი, ვინც არიან იმის მიუხედავად, რომ რაღაცამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ უნარს, იყვნენ თავისუფალი. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრებით არ ცხოვრობთ, შეეცადეთ, დაადგინოთ, ვინ ან რა გიზღუდავთ სუნთქვას“.
ამბოხის აუცილებლობაზე:
„თუ არავინ არ აჯანყდება, მსოფლიოში არაფერი არ შეიცვლება“.
სკოლის პერიოდზე:
„სკოლაში პოპულარული არ ვყოფილვარ. პანკი ვიყავი“.
მრავალფეროვნების საჭიროებაზე:
„განსხვავებულობა და მრავალფეროვნება არის ის, რაც ძალიან ღირებულია ჩემთვის, ჩემს ოჯახშიც და სხვებშიც. არ მსურს, ვიცხორვო სამყაროში, სადაც ყველა ერთნაირია. და ვფიქრობ, ეს ასეა ყველასთვის, ვინც ამას კითხულობს. მსურს, შევხდე ხალხს, რომლებსაც არასდროს არ შევხვედრივარ და მათგან ის ვისწავლო, რაც არ ვიცი. დღევანდელი გამოწვევაა, მივიღოთ ჩვენი განსხვავებულობა. და იმ მცდელობებმა არ დაგვაბრიყვონ, რომლებიც გვყოფენ და სხვებისადმი შიშს გვინერგავენ“
სურვილებზე:
„დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებ საზღვარგარეთ და ამას ვიზამ, როგორც კი ბავშვებს 18 წელი შეუსრულდება. ამჟამად მიწევს დავსახლდე იმ ადგილას, რომელსაც ბავშვების მამა ირჩევს“.

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top