თურქულმა მხარემ „ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული ლიდერის ცოლი სირიაში დააკავა

ეს პერსონა

თურქეთმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი სირიაში დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მანამდე  თურქულმა მხარემ ალ-ბაღდადის და და მისი ოჯახის წევრები სირიაში შეიპყრო.
27 ოქტომბერს ცნობილი გახდა „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ. აშშ-ის სამხედროები მისი ლიკვიდაციის ოპერაციას ატარებდნენ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთში, რა დროს ტერორისტთა მეთაური გვირაბში შევიდა და თავი აიფეთქა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top