მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

ეს პერსონა

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. შესაბამის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ბრალდების მხარის განმარტებით კვლავ არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ღევანდელ სხდომაზე ხუთი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ერთი ხორავას ქუჩაზე მცხოვრები.

„აღკვეთის ღონისძიების საკითხი მოსამართლემ თავისი ინიციატივით განიხილა. მოწმეების მესამედი დაკითხულია. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაც არის შერაცხული ბრალად და ამ ნაწილში არსებობდა მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, ამაზე ვერც ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება პროკურატურამ ვერ დაასახელა, ასევე ვერ დაასახელა მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით არგუმენტები. მიხეილ კალანდიას არ დაურღვევია გამომძიებლის გამოძახება“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დატოვა ძალაში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ხუთი მოწმე, რომლებმაც ისაუბრეს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით. ეს პირდაპირ კავშირში არის ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან“, –  განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top