მაკო გომური: ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო

ეს პერსონა

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გომური შესაბამის უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და წერს, რომ  დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა:

"მოკლედ 4თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის,არც გამოძიება ყოფილა დაწყებული:)
დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო,ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხოარ გქონდაო.წარმოიდგინეთ,მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა.ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას,მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?"", - წერს გომური.

0
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top