პეტრე ცაავა: შეიძლება ბევრმა ე.წ გეიმ აჯობოს სინანულში მქადაგებელს

ეს პერსონა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცაავამ განაცხადა, ფილმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი  სინოდის სხდომის გადაფარვას ემსახურება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფილმის ჩვენება არ უნდა მოხდეს. 

"შევახსენებდი საპატრიარქოს ამ უპასუხისმგებლო ჯგუფს სახარებიდან ამ სიტყვებს "მკურნალო განკურნე თავი შენი". ვიღაცას აწყობს ეს. ხელოვნურად დადგმული სცენარი დაპირისპირებისა. ანუ ეს, მე ვფიქრობ რომ სინოდის ამბების გადაფარვის მცდელობაა. ფაქტიურად შეთანხმებული სცენარია ამ ფილმის ჩვენების ორგანიზაცია და ამ წინააღმდეგობაც. ორივე შეთანხმებულია.

უნდა დავგმოთ და ვაღიაროთ ამ მომაკვდინებელი ცოდვის არსი და შეიძლება ბევრმა ე.წ გეიმ აჯობოს სინანულში მქადაგებელს"- აღნიშნა პეტრე ცაავამ..  

 

1
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top