ოკუპანტებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს

ეს პერსონა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის მიმდებარედ  28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს.

დაკავებულის მამის განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. 

„ჩემი შვილი ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ეს ბაღი სოფლის განაპირასაა და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვერბა. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩემი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალშია გადაყვანილი“, - განაცხადა გოგიტა ბუთხუზმა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top