"არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში" - სტუდენტის წერილი, რომელმაც მეუფე ზოსიმე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ეს პერსონა

"ფორმულა"  სასულიერო სემინიარიის სტუდენტის, კახა კალაძის წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ წერილი, რომელშიც სტუდენტი სემინარიის მაშინდელ რექტორს ეპისკოპოს ზოსიმე შიოშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, მასთან შეთანხმების გარეშე გასაჯაროვდა.

"31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახლა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა, მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტების შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია. შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიის და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმით პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს, არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს, და ზედმიწევნით ვიცი, რა ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში. მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო, სამართლიანი შედეგის დადგომა კი, ობიექტურ, მოუკერძოებელ გარემოს საჭიროებს, ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს" - , ნათქვამია კახა კალაძის წერილში.

 

0
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top