2020 წელს პლანეტაზე აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორის საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა

ეს პერსონა

2020 წლის განმავლობაში პლანეტაზე აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორის საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

პოპულარულმა ტურისტულმა ვებ-გვერდმა "Travel Lemming" 30 ქვეყანა გამოავლინა. თითეულ მათგანს მომდევნო ათწლეულის მანძილზე პოზიტიური მომავალი უწინასწარმეტყველა. ჩამონათვალში ჟიურმა, რომელიც მოგზაური ბლოგერებისგან შედგებოდა, პირველი ადგილი საქართველოს მიანიჭა. 

"Travel Lemming"-მა საქართველო მსოფლიოს უდიდეს დამალალულ ტურისტულ მარგალიტად მოიხსენია. სამოგზაუროდ რეკომენდაცია აპრილი-ოქტომბრის შუალედს გაუიწია, ხოლო ყველაზე ღირსშესანიშნაობებად უშგული, კახეთი და ძველი თბილისი დაასახელა.

ვებ-გვერდის მიზანია ახალი და დაუფასებელი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top