მამა გიორგი სხილაძეს განადგურებით ემუქრებიან

ეს პერსონა

მღვდელმა გიორგი სხილაძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. მისი თქმით, ვინმე სოსო ანდრიაშვილი მას განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ სხილაძემ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში ისაუბრა და ასევე პირდაპირი ეთერიდან პროკურატურას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

“მზად ვარ თუნდაც ამ საკითხის გამო, რასაც მე ვაყენებ, ჩამქოლონ. დღეს იყო მცდელობა ამისა, დილით გადავავლე თვალი 1 წუთით და ვინმე პიროვნებისგან, სოსო ანდრიაშვილი, შეგიძლიათ Facebook-ზე აკრიბოთ ლათინური ასოებით, დამხვდა შეტყობინება. პირდაპირ მემუქრება განადგურებით. მეუბნება, რომ საფრანგეთში ჩამოგაკითხავთ მალე და იქ მოგიღებთ ბოლოსო. პირდაპირი ეთერიდან მივმართავ პროკურატურას ეს პიროვნება შეისწავლონ ვინ არის. მე ჩემი არხებით გამოვიკვლიე ეს პიროვნება" – ამბობს სხილაძე.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ რამდენიმე დღის წინ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მამათმავლობაში" ამხილა.

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top