თურქეთი Blockchain-ზე დაფუძნებულ ციფრულ ლირას გამოუშვებს

ეს პერსონა

თურქეთის ცენტრალური ბანკი Blockchain-ზე დაფუძნებულ ციფრული ლირის გამოშვებას გეგმავს. ცენტრალური ბანკის ეროვნული ციფრული ვალუტის დატესტვა ქვეყნის მთავრობამ 2020 წელს უნდა დაიწყოს და დაასრულოს.

ციფრული ლირის გამოშვების ძირითადი მიზანი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაა.

”მთავარი მიზანი არის საფინანსო სექტორის შექმნა, რომელსაც აქვს ძლიერი ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი. ამ პროექტით სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანა გლობალური ფინანსური ცენტრი გახდეს”,- წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ციფრული ლარის გამოშვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top