მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ეს პერსონა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ. პრემიერს ბატიაშვილის წასვლის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ განათლების რეფორმას უფრო სწრაფი და ეფექტიანი განვითარება სჭირდება. „გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განაცხადა პრემიერმა.

0
0
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top