აშშ-მ Twitter-ის 2 ყოფილი თანამშრომელი საუდის არაბეთისთვის ჯაშუშობაში ამხილა

ეს პერსონა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Twitter-ის ორ ყოფილ თანამშრომელს საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. 
უწყების ვერსიით, 2014-2015 წლებში მედიაპლატფორმის თანამშრომლებმა, აჰმად აბუამომ და ალი ალზაბარამ, სოცქსელის მომხარებელთა პერსონალური მონაცემები უკანონოდ ჩაიგდეს ხელში. მათი მეშვეობით აბუამოსა და ალზაბარამას შეეძლოთ, დაედგინათ მომხმარებელთა ვინაობა და  ადგილსამყოფელი. ისინი საუდის მაღალჩინოსნის კარნახით მოქმედებდნენ, რომლის სახელს უწყება არ ასაჯაროებს, თუმცა The Washington Post და The New Your Times ბადერ ალ-ასაკერს ახსენებენ. ალ-ასაკერი საქველმოქმედო ფონდი MiSK-ის ხელმძღვანელია, რომელიც საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა შექმნა.
დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა საუდის არაბეთის რეჟიმის 2 ცნობილი კრიტიკოსი. ერთ-ერთი მათგანი, ომარ აბდულაზიზი დაახლოებული იყო ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგთან, რომლის მკვლელობაში საუდის არაბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
აბუამომ შესრულებული სამუშაოსთვის ალ-ასაკერისგან არანაკლებ 300 000 დოლარი და ძვირფასი საათი მიიღო. როგორ დააჯილდოვეს ალზაბარა, დოკუმენტებში არ აკონკრეტებენ, თუმცა The New York Times-ის ინფორმაციით, ის მოგვიანებით ფონდ MiSK-ში დასაქმდა.
ორივე ბრალდებულმა Twitter 2015 წელს დატოვა. ამჟამად აბუამო აშშ-ის მიერაა დაკავებული. რაც შეეხება ალზაბარას, ვარაუდობენ, რომ ის საუდის არაბეთში იმყოფება.
 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top