როუზ გოტმიოლერი: გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი!

ეს პერსონა

ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი!, - ამის შესახებ  ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა. გოტმიოლერმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა და  ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის.

ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას", - განაცხადა გოტმიოლერმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top