ბატიაშვილი: ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება პოლიტიკური სპეკულაციები

ეს პერსონა

ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხილ ბატიაშვილმა მთავრობის  განაცხადა. 

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

"მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში", - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ განაცხადა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top