რომელი ტერმინი იქცა Collins-ის ლექსიკონის წლის სიტყვად გრეტა ტუნბერგის წყალობით

ეს პერსონა

ინგლისური  ენის განმარტებითმა ლექსიკონმა, Collins English Dictionary-მ 2019 წლის სიტყვად „climate strike“ (კლიმატური გაფიცვა) დაასახელა.
აღნიშნული სიტყვა პირდაპირ უკავშირდება შვედ მოზარდ გრეტა ტუნბერგს, რომელმაც 2018 წელს სტოკჰოლმში, პარლამენტთან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მოთხოვნით ერთკაციანი აქცია მოაწყო. აქტივიზმის გამო გრეტამ პარასკევობით სკოლაში სიარულზე უარი თქვა მანამ, სანამ ხელისუფლება პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა.
გრეტას მაგალითმა მსოფლიო გარშემო სხვა მოსწავლეებიც შთააგონა და ისინიც შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას. ამის შემდეგ ტუნბერგს ხშირად იწვევენ კლიმატური ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებებზე. მოზარდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინეს.
პირველად სიტყვაშეხამება „კლიმატური გაფიცვა“გამოცემამ 2015 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა, როცა პარიზში კლიმატის ცვლილების თემაზე გაეროს კონფერენცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, აღნიშნული ტერმინის გამოყენება 2019 წელს 100-ჯერ გაიზარდა.


 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top