ეპისკოპოსი იერემია წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეს პერსონა

სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი  იერემია წამალაიძე საკუთარი ბინის გარეთ, დერეფანში გარდაცვლილი იპოვეს. ეპისკოპოსი 50 წლის იყო.  ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სასულიერო პირის გარდაცვალების მიზეზი.  ის მღვდელმსახურებას საბერძნეთის ეკლესიაში ეწეოდა.  გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, 1995 წელს სინოდთან დაპირისპირების გამო, ქართული ეკლესიიდან  განკვეთეს.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – განაცხადა ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

*შენიშვნა: თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში გარდაცვლილი ეპისკოპოსი მოხსენიებული იყო, როგორც ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე

1
0
4
11
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top